ჩააბარე, ისწავლე, დასაქმდი

კოლეჯის შესახებ

“განთიადი”არის მრავალპროფილური კოლეჯი, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.

ბოლო სიახლეები

?სასერტიფიკატო პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამები

?ა(ა)იპ კოლეჯი ,,განთიადი” აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ქალის ტანსაცმლის კერვა,გადაკეთება

?ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა

კოლეჯ ,,განთიადის“, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – ,,სამკერვალო წარმოება“ დამამათავრებელი კურსის სტუდენტებმა, საკუთარი ხელით შექმნილი
20211202_124515

?კოლეჯ ,,განთიადის” ინკლუზიური განათლების სტუდენტებს საჩუქრად მანეკენები გადაეცათ

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კოლეჯი “განთიადის” დირექტორმა ქალბატონ ანა დათუაშვილმა და ინკლუზიური პროფესიული განათლების

პოპულარული პროგრამები

შეისწავლე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრაქტიკული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და დასაქმდი სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში.
შეისწავლე სამღებრო სამუშაოების შესრულება პროფესიონალურ დონეზე და დასაქმდი ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა სამღებრო სამუშაოების შემსრულებელი, სამუშაო რგოლის უფროსი, ბრიგადის უფროსი
მეფუტკრის პროფესიის შესწავლა საშუალებას გაძლევს უმოკლეს დროში გახდე თვითდასაქმებული და დაიწყო საკუთარი ბიზნესი.
თანამედროვე სამყაროსგან განუყოფელი პროფესია, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში დასაქმების პერსპექტივით.

ისწავლე განთიადში

კოლეჯი ``განთიადი`` პროფესიული განათლების პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. მაღალკვალიფიციური პედაგოგები, მეგობრული ადმინისტრაცია და სწავლებისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვილი გარემო შენი მიზნების სრულად ასრულებაში დაგეხმარება.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!

რატომ ``განთიადი``

მოთხოვნადი და ხარისხიანი პროგრამები
კოლეჯს აქვს საინტერესო, მოთხოვნადი და ხარისხიანი პროგრამები. პროგრამებისადმი ინტერესი დიდია როგორც სტუდენტების, ასევე დამსაქმებლების მხრიდან. კოლეჯს კურსდამთავრებულების დასაქმების თითქმის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.
განვითარების საშუალება
კოლეჯის სტუდენტებს აქვთ მრავალმხრივი განვითარების საშუალება: შეისწავლონ პროფესია თეორიასა და პრაქტიკაში, დაკავდნენ დამატებითი აქტივობებით, დასაქმდნენ კერძო ან სახელმწიფო კომპანიაში, ასწავლონ საკუთარი პროფესია კოლეჯშივე, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და ა.შ.

კოლეჯის უპირატესობები

  • პროფესიონალური სწავლება
  • ბაზრის საჭიროებებზე მორგება
  • დასაქმებაზე ზრუნვა
  • მუდმივი განვითარება

კოლეჯში დასაქმებულია საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები. სწავლების პროცესის დიდი ნაწილი მოიცავს პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციაში.

კოლეჯში გამოცხადებული პროგრამები მეტად მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე, როგორც ადგილობრივად, ასევე ქვეყნის მასშტაბით. პროგრამების უმრავლესობას გააჩნია თვითდასაქმების პერსპექტივა.

კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან, რომელთაც პროგრამების შესაბამისი კომპეტენციების კადრების საჭიროება აქვთ.

კოლეჯი აქტიურად არის ჩართული პროფესიული განათლების განვითარების სხვადასხვა პროგრამებში. სწავლების პროცესში მუდმივად ხდება თანამედროვე პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!

ჩააბარე მარტივად, ისწავლე კომფორტულ გარემოში და გახდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ჩვენს კოლეჯში.