ვაკანსია ❗️❗️❗️
ა(ა)იპ კოლეჯს „განთიადი“ ესაჭიროება ჟესტური ენის თარჯიმანი (1ვაკანტური ადგილი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში მხარდაჭერის მიზნით.
სამუშაო აღწერილობა:
IV ხარისხის სმენადაქვეითებული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის განმავლობაში ჟესტური ენის მეშვეობით თარჯიმნის ფუნქციების განხორციელება;
თარგმანის განხორციელება უნდა შესრულდეს სწორად და ზუსტად;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში მხარდაჭერა;
კოლეჯის შინაგანაწესით განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა უფლება-მოვალეობის გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ზოგადი განათლება.
ქართული ჟესტური ენის ცოდნა;
კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სამუშაო გამოცდილება: ჟესტური ენის თარჯიმნად მუშაობის არანაკლებ ერთი წელი.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და MS PowerPoint.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ავტობიოგრაფია / CV
სამოტივაციო წერილი
პირადობის მოწმობის ასლი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი)
კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები
სამუშაო ადგილი: ა(ა)იპ კოლეჯი „განთიადი მისამართი ;ქ.გორი ბესიკის ქ.№2
სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე ან ექვსი დღე, დღეში 3 საათი.
ანაზღაურება: განხორცილედება ფაქტობრივად ჩატარებული საათების მიხედვით.
საკონკურსო შერჩევის ეტაპები:
მიღებული დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება;
საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია კოლეჯში
საბუთების წარდგენის ვადა – 2020 წლის 07 ოქტომბრიდან 2020 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონტაქტო პირი – ლარა ეგნატაშვილი ტელ:577 08 57 99