ვაკანსია

🟠 ა(ა)იპკოლეჯი “განთიადი” აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
📌პოზიციის დასახელება:ქსელის ადმინისტრატორი
📌სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
📌ფუნქციები: ქსელის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს:
 კოლეჯის კომპიუტერული ქსელის დაგეგმარებას, გამართვას და ოპტიმალურ ფუნქციონირებას;
 კოლეჯის საერთო კომპიუტერული ქსელის მართვას და სისტემატიურ განახლება გაფართოებას (გონივრულ ვადებში ვინდოუსის გადაყენება, IT რისკების მართვა, ინფორმაციული ინფრასტრუქტურის გამართვა კიბერუსაფრთხოებისვირუსებისგან გაწმენდა,ანტივისურისის დაყენება, წვდომის შეზღუდვა პროგრამების ჩაწერა/განახლება, ინფორმაციის დაარქივება და მეხსიერების ბარათზე გადატანა და სხვა), მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ახალი მომხმარებლების ჩართვისათვის საჭირო სამონტაჟო და პროგრამული სამუშაოების ჩატარებას;
 კოლეჯის ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართულ მუშაობას და მასში ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას ერთიანი ელექტრონული მეილების ბაზების შექმნა, საფოსტო სისტემების დაცვას და დარეზერვებას. არასაჭირო გზავნილებისაგან (სპამი) დაცვას;
 ელექტრონული დოკუმენტების სარეზერვო ასლების დაცვა;
 კოლეჯის ინტერნეტ დომენის შექმნას და ქვედომენების ჩამოყალიბებას. დომენური სახელების სერვერის გამართულ ფუნქციო ნირებას;
 კოლეჯის კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამული მართვის ინსტალაციას, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრას, ვირუსებისაგან გაწმენდას. კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაციას და რემონტს;
 სხვადასხვა საფინანსო პროგრამების ბანკებთან კავშირის გამართული ფუნქციო ნირების უზრუნველყოფას;
 აპარატურის კონფიგურაცია დასახული ამოცანების შესაბამისად;
 შიდა კაბელიზაციის და ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
 პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურისა და ელექტრონული მასალის მომზადებაში ადმინისტრაციის ხელძღვანელობისათვის და მასწავლებლებისთვის დახმარების გაწევას;
 კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღებას;
 დაწესებულების თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის ტრენინგის ჩატარებას, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სწავლებისთვის (საჭიროების შემთხვევაში);
 უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის მუდმივ შესაბამისობას საგანმანათლებლო პროცესებთან და ინფორმაციის დაცულობას.
 საჭიროების შემთხვევაში ქსელის ადმინისტრატორი წარადგენს ანგარიშს.
 ქსელის ადმინისტრატორი მონაწილეობს დაწესებულების მისიის,სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შედგენა/განხორციელებაში;
 კომპეტენციის ფარგლებში შიდა მარეგულირებელი აქტების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
 პირთა პერსონალური მონაცემების დაცვას, კანონმდებლობის შესაბამისად;
 ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით დაკ ოლეჯის დირექტორის მიერ დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს კომპეტენციის და ინტერესთან კონფლიქტის გამორიცხვის ფარგლებში.
 მისი უფლებამოსილების შეწყვეტის ან განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული პირი.
 დირექტორის მითითებით, კოლეჯის საქმიანობის გათვალისწინებით, სხვა დავალებების შესრულება;
 ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე.
📌საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლებაIT მიმართულებით
პროფესიით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი
📌დამატებითი მოთხოვნები:
მაღალიპასუხისმგებლობის გრძნობა;
• კომუნიკაციის უნარი;
• თვითგანვითარების უნარი;
• ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• დროისეფექტური მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაოს შესასრულებლად რეკომენდირებული კომპიუტერული პროგრამები და ენების ცოდნის დონე.
 ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა
 ინგლისური ენის ცოდნა A1 დონეზე
📌დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება განხორცილდება ყოველთვიურად,თვის ბოლო კვირას
1. CV/რეზიუმე
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ცნობა
📌საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. გორი, ბესიკის ქ.N2
ელ.ფოსტა: koranashviliruso@gmail.com
საკონტაქტო ტელეფონი -577 49 18 59
📌საკონტაქტო პირი -საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი -რუსუდან ყორანაშვილი
📌განაცხადის მიღების ვადაა 25 ნოემბრიდან – 15 დეკემბრის ჩათვლით.

Share This Article