ჩვენ შესახებ
ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ 2012 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ორიენტის“ და ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „განთიადის “ რეორგანიზაციის შედეგად. 2014 წლის 29 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება N27) კოლეჯს მიენიჭა 18 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება. კოლეჯი ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად. ჩვენი სტუდენტები წარმატებით ეუფლებიან: მღებავის, მებათქაშის, მეფილე–მომპირკეთებელის, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, დურგლის, ზეინკალ-სანტექნიკოსის, ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტის, რძის გადამმუშავებლის, ხილ–ბოსტნეულის გადამმუშავებლის, მეხილის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, სტილისტის (ქალი,მამაკაცი), ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტი), ბუღალტრის, მასაჟისტის პროფესიებს. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2018 წლის 12 სექტემბერს (გადაწყვეტილება N175) კოლეჯმა მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების: „სამღებრო სამუშაოების შესრულება“, „თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი``, „იატაკის და ფილის სამუშაოები“, „მეფუტკრე“ განხორციელების უფლება. 2019 წლიდან საქართველოს პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე კოლეჯი იწოდება „ა(ა)იპ კოლეჯი „განთიადი“. კოლეჯი ორიენტირებილია რეგიონის, შრომის ბაზრისა და მოსახლეობის მოთხოვნებზე, რაც ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას, ახლო კონტაქტების დამყარებას დამსაქმებლებთან, ახალი სპეციალობების გახსნას.

კოლეჯის მისია

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ხარისხიანი პროგრამების დანერგვით და კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებლით.

კოლეჯის ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განათლება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწინდარია და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის.

კოლეჯის ღირებულებები

ჩვენი ღირებულებებია პროფესიონალური სწავლება, ბაზრის საჭიროებებზე მორგება; დასაქმებაზე ზრუნვა და კერძო სექტორთან თანამშრომლობა, თანამედროვე პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში, ინკლუზიურობა და ემპათია, თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.
1224

მიღებული სტუდენტი

1173

წარმატებით დასაქმებული

98%

დასაქმების მაჩვენებელი

18

პროფესიული განათლების პროგრამა

გახდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ჩვენს კოლეჯში

შეავსე ჩვენი სარეგისტრაციო ფორმა და მიიღე მუდმივად განახლებული ინფორმაცია შენთვის საინტერესო პროგრამის შესახებ!

Login

Reset Your Password