ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად.
დასაქმების პოზიციებია:
ელექტრიკოსი; შენობის ელექტრიკოსი; მომმარაგებელ-ელექტრიკოსი; ელექტრო მემონტაჟე;
ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟე; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟე; მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟე;
ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟე; განათების სისტემების მემონტაჟე; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟე; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟე;
პროგრამის შესახებ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
ჩარჩო დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია პროგრამა: 07313-პ.
დაშვების წინაპირობა: საბაზისო განათლება;
პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება 2. გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები
3. დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში
4. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით
5. გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები
6. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით
7. შექმნას და წარადგინოს პროექტი.
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.