იატაკისა და ფილის სამუშაოები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„იატაკისა და ფილის სამუშაოებში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი საქმდება სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე, ასევე, შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება უწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში.

დასაქმების პოზიციებია:

  • სხვადასხვა სახის იატაკის მომწყობი;
  • მომპირკეთებელი;
  • ფილის დამგები;
  • სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი;

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტი - მშენებლობის წარმოება, 07320-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია იატაკისა და ფილის სამუშაოებში.
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება შემდეგი კვალიფიკაციის მიმართულებით: იატაკისა და ფილის სამუშაოები.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. მოამზადოს იატაკი და კედელი მოსაპირკეთებლად
2. დაახარისხოს ფილები სხვადასხვა ფორმებად
3. დაჭრას ფილები სხვადასხვა ფორმებად
4. მოამზადოს დუღაბი და წებო-ცემენტის ნაზავი ფილებისა და მოზაიკური ფილების დასაგებად
5. დააგოს მეტლახის, გრანიტის, ვინილის ტიპის, რბილი და სხვადასხვა ზედაპირის იატაკი
6. განახორციელოს ბეტონისა და პოლიმერული სამრეწველო იატაკის მოჭიმვა
7. დაამუშაოს გამშრალი დუღაბის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით დამზადებული იატაკი
8. მოაწყოს ფილისქვეშა ჰიდროიზოლაცია
9. მოაწყოს იატაკი ხის მასალისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა მოიცავს 7 ზოგად მოდულს ჯამური 18 კრედიტის ოდენობით, 3 საერთო პროფესიულ მოდულს ჯამური 5 კრედიტის ოდენობით, 9 პროფესიულ მოდულს ჯამური 59 კრედიტის ოდენობით. იატაკისა და ფილის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პირმა უნდა დააგროვოს ჯამურად 82 კრედიტი, პროგრამის ხანგრძლივობა 59 კვირა.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.