მებოსტნეობა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.

დასაქმების პოზიციებია:

  • მებოსტნე;
  • ბაზარზე ორიენტირებული მებაღეები და სასოფლო-სამეურნეო კულტურის მწარმოებლები
  • მემინდვრეები და მებოსტნეები

პროგრამის შესახებ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე:
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მებოსტნეობაში / Basic Vocational Qualification in Horticulture.
დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება;
მიზანი:
პროგრამის მიზანია, სოფლის მეურნეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. შეარჩიოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სახეობა, ჯიში/ჰიბრიდი;
2. დაამუშავოს ნიადაგი;
3. გამოკვებოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები;
4. მოამზადოს სუბსტრატი და აწარმოოს ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურების ჩითილი;
5. მოახდინოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მყნობა;
6. ჩაატაროს ფენოლოგიური დაკვირვება და მოახდინოს მცენარის ფორმირება;
7. უზრუნველყოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოსავლის აღება-შენახვა-რეალიზება.

სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომელთაგან 18 კრედიტი არის ზოგადი მოდულები, ხოლო 42 კრედიტი პროფესიული მოდულები.
მოდულის, ქართული ენა A2 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლბსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია.3 აღნიშნული პირებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.

Login

Reset Your Password