პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს საფუტკრე მეურნეობებში ან შესაბამისი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოში, ასევე შეუძლია საკუთარი ბიზნესის წამოწყება და თვითდასაქმება.
პროგრამის შესახებ
ჩარჩო დოკუმენტი - მეფუტკრე, ს/ნ 08101-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეფუტკრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
მოცულობა და ხანგრძლივობა ქართულენოვანი - 71 კრედიტი, 13 სასწავლო თვეარაქართულენოვანი - 86 კრედიტი, 16 სასწავლო თვე
კურსდამთავრებულს შეუძლია:
საფუტკრე მეურნეობის მოწყობა
მეფუტკრეობისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა
ფუტკრის მოვლა-პატრონობა
მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება
ვეტერინარულ-სანიტარიული და სანიტარიულ-ჰიგიენური, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საფუტკრე მეურნეობის ტექნოლოგიური და პირადი პროფესიული განვითარებისათვის მუდმივი ზრუნვა
პროგრამა მოიცავს სავალდებულო ზოგად მოდულებს, ჯამური 16 კრედიტის ოდენობით , სავალდებულო პროფესიულ მოდულებს ჯამური 52 კრედიტის ოდენობით, ხოლო არჩევით მოდულს 3 კრედიტის ოდენობით. მეფუტკრის მესამე საფეხურის კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 71 კრედიტი.
პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50% -ზე მეტის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევას.
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.