მეხილეობა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.

დასაქმების პოზიციებია:

  • მებაღეები, სანერგეების სხვა მუშაკები
  • ბაზარზე ორიენტირებული მებაღეები და სასოფლო-სამეურნეო კულტურის მწარმოებლები
  • ხეხილისა და კენკროვანი კულტურების მწარმოებლები
  • შერეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები
  • თვითმოხმარებაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები

პროგრამის შესახებ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე -
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სოფლის მეურნეობაში / Secondary Vocational Qualification in Agriculture;
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
მიზანი:
პროგრამის მიზანია, სოფლის მეურნეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. მონაწილეობს საბაღე ფართობის ტერიტორიულ მოწყობაში;
2. შეაფასოს და დაამუშაოს ნიადაგი;
3. აწარმოოს ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალა;
4. უზრუნველყოს ხეხილის სხვლა-ფორმირება;
5. უზრუნველყოს ხეხლის დაცვა;
6. აიღოს მოსავალი;
7. მართოს ფერმერული მეურნეობა;
8. დაგეგმოს და განახორციელოს პროდუქტის პირველადი მიღება-რეალიზება.

სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა ითვალისწინებს საშუალო პროფესიულ კვალიფიკაციას. მოიცავს ზოგად, პროფესიულ და არჩევით პროფესიულ მოდულებს: ზოგად მოდულებს 18 კრედიტის მოცულობით, სავალდებულო პროფესიულ მოდულებს 75 კრედიტის მოცულობით, ხოლო 15 კრედიტის მოცულობით არჩევით პროფესიულ მოდულებს.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.