სამკერვალო წარმოება

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე. ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 13.10; 13.10.0; 14.13; 14.13.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი:7531; 7532, 7533; 7543; 8153;

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტი - სამკერვალო წარმოება, ს/ნ 07120-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში.
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
პროგრამის მიზანია, სამკერვალო წარმოებისათვის უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება. სპეციალისტი შეძლებს ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება
2. შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია
3. შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი
4. გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები
5. დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები
6. გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის
7. განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარება და მოდელირება
8. გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი
9. შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი
10. შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი
11. შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი
12. შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი
13. შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი
14. გადააკეთოს ტანსაცმელი
15. აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.

სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა მოიცავს 6 ზოგად მოდულს, ჯამური 16 კრედიტების რაოდენობით და 16 პროფესიულ მოდულს ჯამური 83 კრედიტის რაოდენობით, კვალიფიკაციის მინიჭებისათვის საჭიროა 99 კრედიტი, პროგრამის ხანგრძლივობა 75 კვირა.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.

Login

Reset Your Password