თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კედლის დაფარვის სამუშაოებში მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი საქმდება სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.

დასაქმების პოზიციებია:

  • საბათქაშე სამუშაოების შემსრულებელი;
  • თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი;
  • სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტი - მშენებლობის წარმოება, 07320-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში.
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება შემდეგი კვალიფიკაციის მიმართულებით: კედლის დაფარვის სამუშაოები.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. შეასრულოს თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები
2. განახორციელოს კარკასზე, კონსტრუქციაზე ფილების დამონტაჟება
3. შეასრულოს შეკიდული ჭერებისა და მანსარდის სამონტაჟო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით
4. შეასრულოს ასაწყობი იატაკის სამონტაჟო სამუშაოები
5. ააგოს მრუდწირული კონსტრუქციები.

სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა მოიცავს საერთო 7 ზოგად მოდულს ჯამური 18 კრედიტის ოდენობით, 3 საერთო პროფესიულ მოდულს ჯამური 5 კრედიტის ოდენობით,5 სავალდებულო პროფესიულ/დარგობრივ მოდულს ჯამური 35 კრედიტის ოდენობით, 2 არჩევით მოდულს ჯამური 8 კრედიტის ოდენობით, კედლის დაფარვის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პირმა უნდა დააგროვოს ჯამურად 66 კრედიტი, პროგრამის ხანგრძლივობა 46 კვირა.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.