თმის მომსახურება

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე – თმის მომსახურება – დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი; პირი ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.

  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდები: 5141; 5142.
  • ეროვნული კლასიფიკატორის - (ეკონომიკური საახეები) კოდები: 96.02.; 96.02.0

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტი - თმისა და სილამაზის მომსახურება, ს/ნ 10119-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში.
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
პროგრამის მიზანია თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, მოამზადოს თმის სტილისტი.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. შეჭრას თმა
2. სუბსტრაქტული სქემით აფორმიროს ძირითადი ფერები
3. მოახდინოს პალიტრის კლასიფიცირება
4. შეღებოს და გააღიაოს თმა
5. შეასრულოს თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
6. შეასრულოს სხვადასხვა სახის ვარცხნილობები
7. შეასრულოს წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება
8. შეასრულოს თმის სპა პროცედურები.

სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა „თმის მომსახურება“ მოიცავს 4 ზოგად მოდულს - ჯამური 10 კრედიტის მოცულობით, 7 საერთო პროფესიულ მოდულს - ჯამური 22 კრედიტის მოცულობით, 7 კონცენტრაციის მოდულს - ჯამური 25 კრედიტის მოცულობით; საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის თმისა და სილამაზის მომსახურებაში პირმა უნდა დააგროვოს ჯამურად 57 კრედიტი, პროგრამის ხანგრძლივობა 41 კვირა.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!
კარგად გვესმის, რომ პროგრამის შესახებ უამრავი კითხვა შეიძლება გქონდეს. შეავსე ჩვენი მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით და ამომწურავად ვუპასუხებთ ნებისმიერ კითხვას.

Login

Reset Your Password