ისწავლე განთიადში

როგორ გავხდე სტუდენტი
სტუდენტების მიღება
პროფესიულ საგანმანათლებლო რეგისტრაციას აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
პროფესიული განათლების მიღების მსურველმა აპლიკანტებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით/მოწმობით რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სახელმწიფოს მიერ დაფუნებულ კოლეჯებში, რესურსცენტრებში ან დარეგისტრირდეთ ონლაინ https://vet.emis.ge/#/
აპლიკანტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ისწავლონ დუალურ პროგრამაზე, საჭიროა გაიარონ გასაუბრება კომისიასთან, რომელიც შედგება დამსაქმებლის, კოლეჯის წარმომადგენლების და დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლებისგან. დუალურ პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ის აპლიკანტები, რომლებიც მოდულურ პროგრამებზე რეგისტაციას გაივლიან, ჩააბარებენ მხოლოდ პროფესიულ ტესტირებას.
პროფესიულ ტესტირებაზე გასვლამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პრეტესტში და გაეცნოთ ტესტის სტრუქტურას და ჩატარების პროცესს.
აპლიკანტები პროფესიული ტესტირების ჩაბარების, დაფინანსების მოპოვების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ჩაირიცხებიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები
სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ზემოთ აღნიშნული წესით მათთვის საჭირო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, თუმცა ისინი სარგებლობენ პროფესიული ტესტირების ალტერნატიული ფორმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერთტა გუნდის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
სსსმ აპლიკანტების ტესტირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• ექსპერტთა გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება;
• რეგისტრაცია;
• ტესტირება (სსსმ აპლიკანტების ტესტირება მოიცავს მათ მიერ შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აქტივობების პრაქტიკულ მოსინჯვას).
• დაწესებულებაში ჩარიცხვა.
2020 წლის მიღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

Login

Reset Your Password