ისწავლე განთიადში

კოლეჯი ``განთიადი`` პროფესიული განათლების პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. მაღალკვალიფიციური პედაგოგები, მეგობრული ადმინისტრაცია და სწავლებისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვილი გარემო შენი მიზნების სრულად ასრულებაში დაგეხმარება.
გახსოვდეს, სწავლა სინათლეა!

რატომ ``განთიადი``

მოთხოვნადი და ხარისხიანი პროგრამები
კოლეჯს აქვს საინტერესო, მოთხოვნადი და ხარისხიანი პროგრამები. პროგრამებისადმი ინტერესი დიდია როგორც სტუდენტების, ასევე დამსაქმებლების მხრიდან. კოლეჯს კურსდამთავრებულების დასაქმების თითქმის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.
განვითარების საშუალება
კოლეჯის სტუდენტებს აქვთ მრავალმხრივი განვითარების საშუალება: შეისწავლონ პროფესია თეორიასა და პრაქტიკაში, დაკავდნენ დამატებითი აქტივობებით, დასაქმდნენ კერძო ან სახელმწიფო კომპანიაში, ასწავლონ საკუთარი პროფესია კოლეჯშივე, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და ა.შ.

კოლეჯის უპირატესობები

  • პროფესიონალური სწავლება
  • ბაზრის საჭიროებებზე მორგება
  • დასაქმებაზე ზრუნვა
  • მუდმივი განვითარება

კოლეჯში დასაქმებულია საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები. სწავლების პროცესის დიდი ნაწილი მოიცავს პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციაში.

კოლეჯში გამოცხადებული პროგრამები მეტად მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე, როგორც ადგილობრივად, ასევე ქვეყნის მასშტაბით. პროგრამების უმრავლესობას გააჩნია თვითდასაქმების პერსპექტივა.

კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან, რომელთაც პროგრამების შესაბამისი კომპეტენციების კადრების საჭიროება აქვთ.

კოლეჯი აქტიურად არის ჩართული პროფესიული განათლების განვითარების სხვადასხვა პროგრამებში. სწავლების პროცესში მუდმივად ხდება თანამედროვე პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

2020 წლის მიღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.