19 დეკემბერს, „აგროსტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, წარჩინებულ სტუდენტებს „მწვანე” და „აგროსტიპენდიები” გადაეცათ.
,,აგროსტიპენდიანტებს ” შორის ჩვენი კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა - ,,მეხილეობის" სტუდენტი მალხაზ შუბითიძეა.
კოლეჯის სახელით ვულოცავთ მალხაზს და ყველა სტიპენდიანტს დამსახურებულ წარმატებას!
,,მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის უწყებებში.