პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეძლებენ ვაშლის, მსხლისა და ბლის ხეების გასხვლას, მექანიკურ და ჰორმონალურ დანორმებას, ნიადაგის შეფასებას, მორწყვას და ხეების დაავადებებისგან დაცვას, ბაღების მართვის პროცესში თანამედროვე მექანიზაციებისა და საზომი ხელსაწყოების გამოყენებას, მოსავლის პროგნოზირებას,
მოსავლის აღების პროცესის ოპტიმიზაციას და მექანიზაციების სანიტარულ დამუშავებას.
პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება, თუმცა ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული, ხოლო ლექციები ინტერაქტიულ ფორმაში ჩატარდება. პროგრამა განხორციელდება 8 თვის განმავლობაში, ხოლო პროგრამის მოცულობა 120 საათია. სასწავლო კვირათა რაოდენობა შეადგენს 4-ს და პროგრამაზე ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს წყვეტები განპირობებულია პრაქტიკული კომპონენტის სეზონურობით - პრაქტიკული მეცადინეობები ემთხვევა ვეგეტაციის 4ძირითად ეტაპს, რომელთა შორის დროში არსებითი დაცილებაა.
კერძოდ:
1) ხეებისგაკვირტვამდე ეტაპი;
2) ყვავილობის ეტაპი;
3) ადრეული ნაყოფის ეტაპი;
4) მოსავლის სიმწიფის ეტაპი.
განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება თითოეული სასწავლოკვირის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით.