პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია საბაზო განათლების მქონე  სრულწლოვან დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს მცირედი სამუშაო გამოცდილება  მიმტანის პოზიციაზე და რომელსაც აქვს სურვილი,  მოკლე დროში აიმაღლოს ცოდნა, გაიუმჯობესოს უნარები   და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.

პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს: სერვირება, რესტორნის ინდუსტრიის სწორი წარდგენა, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გარჩევა, სტუმრის მიღება-განთავსება, შეკვეთის მიღება და შესრულება, ანგარიშსწორება, ღონისძიების სათანადო მომსახურება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება დადგენილი პროცედურების დაცვით.

მეცადინეობები ჩატარდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ  ა(ა)იპ კოლეჯ „განთიადსა“ და პარტნიორ ორგანიზაციაში.

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს  დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები