ხის მხატვრული დამუშავებასწავლის ხანგრძლივობა-18თვე

დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -ქართულ და ინგლისურ ენაზე

პროგრამის მიზანი- „ხის მხატვრული დამუშავების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ხის მხატვრული დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხის დაზიანებული ავეჯის შეკეთება

 დასაქმების სფერო და შესაძლებლობები-

ხის მხატვრული დამუშავებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს ავეჯის კონსტრუქტორად, ეკლესიების, სკოლების, რესტორნების ავეჯის მწარმოებლად, სპეციალური ავეჯის (დახლების, ვიტრინების, თაროების და მისთ) მწარმოებლად, საოფისე ავეჯის მწარმოებლად, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების მწარმოებლად, ხის სტატუეტების და ორნამენტების, ხის ინკრუსტაციების, ხის ფერადი მოზაიკის მწარმოებლად, ხის ყუთების, საიუველირო ნაკეთობების, სასადილო საკუთნოების და მსგავსი ნაკეთობების მწარმოებლად.

პირს შეუძლია დასაქმდეს: ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის დამამუშავებელ საწარმოში, ხის წნული ნივთების დამამზადებელ სახელოსნოში, შექმნას კერძო წარმოება და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი.

 

სწავლის შედეგები - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ხის მხატვრულ დამუშავებაში კურსდამთავრებულს შეუძლია:

1.შექმნას კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ნაკეთობათა ესკიზი/ნახაზი

2. დაამუშავოს მერქანი და მერქნული მასალა

3. ააწყოს და მოაპირკეთოს ხის ნაკეთობები