სწავლის ხანგრძლივობა -10 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა- საბაზო განათლება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია -ქართულ და ინგლისურ ენაზე
პროგრამის მიზანი-კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები :
ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად: ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელ-ელექტრიკოსად,
ელექტრომექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ; და მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება
2. გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები
3. დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში
4. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით
5. გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები
6. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით
7. შექმნას და წარადგინოს პროექტი.