სწავლის ხანგრძლივობა-19 თვე
დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია -ქართულ და ინგლისურ ენაზე
პროგრამის მიზანი -პროგრამის მიზანია, სოფლის მეურნეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები -კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულის დასაქმების პოზიციაა მებოსტნე.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. შეარჩიოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სახეობა, ჯიში/ჰიბრიდი;
2. დაამუშავოს ნიადაგი;
3. გამოკვებოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები;
4. მოამზადოს სუბსტრატი და აწარმოოს ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურების ჩითილი;
5. მოახდინოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მყნობა;
6. ჩაატაროს ფენოლოგიური დაკვირვება და მოახდინოს მცენარის ფორმირება;
7. უზრუნველყოს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოსავლის აღება-შენახვა-რეალიზება.