სწავლის ხანგრძლივობა-11 თვე
დაშვების წინაპირობა-საბაზო განათლება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია-ქართულ და ინგლისურ ენაზე
პროგრამის მიზანი - პროგრამის მიზანია თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, მოამზადოს თმის სტილისტი
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე - თმის მომსახურება - დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი; პირი ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1.შეჭრას თმა
2. სუბსტრაქტული სქემით აფორმიროს ძირითადი ფერები
3. მოახდინოს პალიტრის კლასიფიცირება
4. შეღებოს და გააღიაოს თმა
5. შეასრულოს თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
6. შეასრულოს სხვადასხვა სახის ვარცხნილობები
7. შეასრულოს წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება
8. შეასრულოს თმის სპა პროცედურები