სამკერვალო წარმოებასწავლის ხანგრძლივობა-18 თვე
დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია-ქართულ და ინგლისურ ენაზე

პროგრამის მიზანი -პროგრამის მიზანია, სამკერვალო წარმოებისათვის უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება. სპეციალისტი შეძლებს ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები -საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.

 

 

 

სწავლის შედეგები:

 1. უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება

2. შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია

3. შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი

4. გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები

5. დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები

6. გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის

7. განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარება და მოდელირება

8. გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი

9. შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი

10. შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი

11. შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი

12. შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი

13. შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი

14. გადააკეთოს ტანსაცმელი

15. აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები