სწავლის ხანგრძლივობა-14თვე
დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია -ქართულ და ინგლისურ ენაზე
პროგრამის მიზანი - პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება. კურსდამთავრებულმა შეძლოს წყლის მილსადენების შენება, კომპონენტების მონტაჟი და საკანალიზაციო ქსელზე საექსკავაციო, შეკეთებითი და სამუშაოების ჩატარება უსაფრთხოების წესების დაცვითა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებით.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები -სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაციაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში (სამშენებლო-სარემონტო კომპანიები, სამრეწველო ობიექტები, ინდივიდუალური მშენებლობებისა და მუნიციპალური სისტემების მომსახურება. შესაძლებელია თვითდასაქმება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია შენობა-ნაგებობების შიგაწყალსადენისა და წყალარინების სისტემების მშენებლობასთან სანტექნიკოსის პოზიციაზე.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. წაიკითხოს სამშენებლო ნახაზები
2. შეადგინოს სამშენებლო-სანტექნიკური სქემები
3. მოაწყოს დასახლებული ადგილებისა და შენობების გარე წყალმომარაგების ქსელები
4. მოაწყოს წყალარინების გარექსელებისა და სანიაღვრე სისტემა
5. განახორციელოს შიდა წყალსადენი სისტემების მონტაჟი
6. განახორციელოს შიდა წყალარინება
7. განახორციელოს თბომომარაგება
8. განახორციელოს ჰელიოსისტემის მოწყობა