შედუღებასწავლის ხანგრძლივობა-13თვე

დაშვების წინაპირობა -სრული ზოგადი განათლება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -ქართულ და ინგლისურ ენაზე

პროგრამის მიზანი- პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის, რომელიც შეძლებს დასაქმდეს ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა - შემდუღებლები და აირმჭრელები

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები -

შედუღებაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ისეთ პროფესიებზე როგორიცაა - შემდუღებლები და აირმჭრელები, რომლებიც ადუღებენ და ჭრიან ლითონის ნაწილებს აირის სანთურის, ელექტრორკალური ან სხვა გამაცხელებელი საშუალებების გამოყენებით, შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობებია შესაბამის ორგანიზაციებსა და სფეროში.

 

 

სწავლის შედეგები საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში მიმართულებით

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • 1. შეადუღოს ლითონის ნაწილები აირის სანთურით, ელექტრორკალით, თერმული ნაერთებით ან სხვა მეთოდებით
  • 2. გამოიყენოს სარჩილავი ტყვიის შემცველი ნაკეთობების (მილების, ზედაპირების და სხვა) შესაკეთებლად
  • 3. შეაერთოს ლითონის ნაწილები მყარი კომპონენტით
  • 4. დაჭრას ლითონი აირის სანთურის ან ელექტრორკალის გამოყენებით
  • 5. შეაერთოს ლითონის ნაწილები ხელის სარჩილავით, რბილი კომპონენტით
  • 6. შეარჩიოს თერმული მომზადების, მორგების, შედუღების პროცესის რეჟიმი მასალის არასასურველი დეფორმაციის, გადახურების, გადაგრეხვის, შეკუმშვის, გაფართოების აცილების მიზნით
  • 7. დაადგინოს დეფექტები და წუნები
  • 8. შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების სიზუსტე სპეციფიკაციით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაზე
  • 9. უზრუნველყოს შედუღების პროცესების ხარისხიხი
  • 10. გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები შედუღების პროცესების სამართავად
  • 11. გამოიყენოს და გადასცეს ტექნიკური ინფორმაცია
  • 12. დაგეგმოს შედუღების პროცესი.