თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟისწავლის ხანგრძლივობა-12 თვე

დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -ქართულ და ინგლისურ ენაზე

პროგრამის მიზანი -პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება შემდეგი კვალიფიკაციის მიმართულებით: კედლის დაფარვის სამუშაოები.

 დასაქმების სფერო და შესაძლებლობები- „კედლის დაფარვის სამუშაოებში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი საქმდება სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე, ასევე, შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება უწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციებია: თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი; საბათქაშე სამუშაოების შემსრულებელი; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

 

1. შეასრულოს თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები

2. განახორციელოს კარკასზე, კონსტრუქციაზე ფილების დამონტაჟება

3. შეასრულოს შეკიდული ჭერებისა და მანსარდის სამონტაჟო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით

4. შეასრულოს ასაწყობი იატაკის სამონტაჟო სამუშაოები

5. ააგოს მრუდწირული კონსტრუქციები.