სამღებრო სამუშაოების შესრულებასწავლის ხანგრძლივობა-15თვე

დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -ქართულ და ინგლისურ ენაზე

პროგრამის მიზანი-პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის მომზადდეს კონკურენტუნარიანი კადრები შემდეგი კვალიფიკაციის მიმართულებით: კედლის დაფარვის სამუშაოები.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები -

„კედლის დაფარვის სამუშაოებში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი საქმდება სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება უწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: სამღებრო სამუშაოების შემსრულებელი; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.

 

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

1. დამუშაოს ზედაპირები

2. შეღებოს ზედაპირები

3. დაგრუნტოს ინტერიერი და ექსტერიერი

4. მოაწყოს ჭერის, კედლის კუთხეებზე, ჭაღის, კარისა და ფანჯრების გარშემო დეკორაციები

5. გააკრას ინტერიერში შპალერი

6. განახორციელოს თბოსაიზოლაციო და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით.